თბილისის თოჯინების მუზეუმში ხვალ, გამოფენა „დავამსხვრიოთ ეპილეფსიის სტიგმა“ გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ თოჯინების მუზეუმიდან აცნობეს, გამოფენა ეპილეფსიის საერთაშორისო ბიუროსა და საქართველოს ახალგაზრდა ეპილეფტოლოგთა კავშირთან ერთად ჩატარდება.
გამოფენაზე ორი მხატვრის - მიშა იაშვილისა და ელენე გამგონიძის ნამუშევრებს წარმოადგენენ.
„მე მაქვს ეპილეფსია და მიუხედავად ამისა, მე ვარ საზოგადოების სრულფასოვანი წევრი“ - ასეთია გამოფენის მონაწილეთა დევიზი.
ისინი აცხადებენ, რომ ეპილეფსიის მქონე ადამიანებისთვის აქტიური და სრულფასოვანი ცხოვრების პროპაგანდა სტიმული იქნება. მათივე თქმით, მხატვრების მიერ საკუთარი დიაგნოზის შესახებ საჯაროდ საუბარი სტიგმას მნიშვნელოვნად შეამცირებს.
