ზურაბ ჭიაბერაშვილმა ექიმებს ახალი საგრანტო პროგრამა წარუდგინა
ზურაბ ჭიაბერაშვილმა ექიმებს ახალი საგრანტო პროგრამა წარუდგინა
15:57 02.06.2012
შრომის,ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ახალი საგრანტო პროგრამა წარუდგინა. პროგრამა კლინიკებში დაავადებათა მკურნალობის სტანდარტების დანერგვას გულისხმობს.

მინისტრის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ერთის მხრივ, უზრუნველყოფს სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას და დაარეგულირებს ფინანსური ანგარიშსწორების საკითხს სადაზღვევო კომპანიასა და საავადმყოფოს შორის.

კონკურსში მონაწილეობა შეეძლება ნებისმიერ პროფესიულ ასოციაციას, რომელიც კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტების საგრანტო პროექტს წარადგენს.
გაიდლაინი უნდა შეესაბამებოდეს სამკურნალო დარგში,საერთაშორისოდ აღიარებულ მოთხოვნებს. გამარჯვებულები ღია კონკურსის წესით შეირჩევიან.

ბეჭდვა