სასჯელაღსრულების №15 და №16 დაწესებულებებში მსჯავრდებულთა პენ მარათონი დაიწყო
სასჯელაღსრულების №15 და №16 დაწესებულებებში მსჯავრდებულთა პენ მარათონი დაიწყო
12:35 02.06.2012
სასჯელაღსრულების №15 და №16 დაწესებულებებში მსჯავრდებულთა პენ მარათონი დაიწყო.
სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებაში 200-ზე მეტმა მსჯავრდებულმა მიიღო მონაწილეობა.

მსჯავრდებულთა საკონკურსო ნამუშევრებს მწერლები - ნენე კვინიკაძე, დათო ტურაშვილი, ირმა კახურაშვილი, ზაალ ჩხეიძე და გიორგი კეკელიძე შეაფასებენ.


კონკურსის სამ გამარჯვებულს საპატრიარქოს მიერ დაწესებული სხვადასხვა სახის პრიზები გადაეცემა.

10 საუკეთესო ნამუშევარი განთავსდება ვებ-გვერდზე www.lib.ge, ასევე მსჯავრდებულთა ნაშრომების პრეზენტაცია გაიმართება ეროვნულ ბიბლიოთეკაში.

ლიტერატურული კონკურსი საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა ”დავითიანნის” ინიციატივით და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ხელშეწყობით მიმდინარეობს.

ბეჭდვა