თბილისში ფეხით მომავალი შვილმკვდარი მშობლები ქუთაისის პროკურატურაში დაკითხეს
თბილისში ფეხით მომავალი შვილმკვდარი მშობლები ქუთაისის პროკურატურაში დაკითხეს
11:57 02.06.2012
სამეგრელოდან თბილისამდე საქართველოს პრეზიდენტთან შესახვედრად ფეხით მომავალი შვილმკვდარი მშობლები ქეთი გადელია და გელა არღვლიანი, ხარაგაულის ტერიტორიაზე სამართალდამცავებმა დააკავეს და  ქუთაისში პროკურატურის შენობაში, იმერეთის სამხარეო პოლიციის მანქანით გადაიყვანეს.
"ნიუსპრესის" იმერეთის ბიუროს კორესპონდენტის ინფორმაციით, პროკურორი და სამხარეო პოლიციის თანამშრომლები დაკითხვაზე ინტერესდებოდნენ, თუ რა გზით და რა ფორმით აპირებდნენ შვილმკვდარი მშობლები მიხეილ სააკაშვილამდე მისვლას და ინფორმაციის მიწოდებას.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ,,ნიუსპრესის" შეკითხვაზე პროკურატურის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ თბილისში ფეხით მომავალი შვილმკვდარი მშობლები ოლქის პროკურორთან ჩვეულებრივ შეხვედრაზე იყვნენ და არანაირ დაკითხვას ადგილი არ ჰქონია.
მოგვიანებით ქეთი გადელიას და გელა არღვლიანს, სამართალდამცავებმა პროკურატურის შენობა უკანა გასასვლელიდან დაატოვებინეს და პოლიციის მანქანით წაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, გადელია და არღვლიანი, პოლიციამ ხარაგაულამდე გადაიყვანა, რის შემდეგაც მათ გზის გაგრძელების საშუალება მიეცათ.

ბეჭდვა