თბილისის ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სამეურნეო დანიშნულების შენობას დღეს, გამთენიისას ცეცხლი გაუჩნდა.
როგორც „ნიუსპრესს“ საგანგებო სიტუაციათა სამსახურში განუცხადეს, დამწვარია დაახლოებით 100 კვადრატული მეტრის ფართი და სამეურნეო ინვენტარები.
შემთხვევის ადგილზე 8 სახანძრო მანქანა იყო მობილიზებული.
საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი უკვე ლოკალიზებულია, თუმცა ადგილზე 2 სახანძრო მანქანა კვლავ რჩება. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით დაუდგენელია.
