„SOS! ბავშვთა სოფელი თბილისის“ აღსაზრდელებს დღეს სასტუმრო „თბილისი მარიოტი“ უმასპინძლებს, სადაც მათთვის საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან აცნობეს, კონცერტში თბილისის ზაქარია ფალიშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის მევიოლინეები ლელა მჭედლიძე და თეა ჯავახია, პიანისტი ნინო რამინიშვილი, ოპერის სოლისტი ელენე ჯანჯალია, კონცერტმეისტერი ვიქტორია ჩაპლინსკაია, ასევე, „ჯეოსტარელები“ სოფო გელოვანი და გიორგი სუხიტაშვილი მიიღებენ მონაწილეობას.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და წიგნის გავრცელების კომპანია „წიგნის სამყარო”, ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს საჩუქრად წიგნებს გადასცემენ.
