„ლაგუნა ვერეზე“ ზუკას თასის გათამაშება გაიმართება
„ლაგუნა ვერეზე“ ზუკას თასის გათამაშება გაიმართება
10:10 02.06.2012
სპორტკომპლექს „ლაგუნა ვერეზე“ დღეს ზუკას თასის მორიგი გათამაშება გაიმართება.

ტურნირში მონაწილეობას როგორც საქართველოს წყალბურთის ეროვნული ნაკრების წევრები ისე ვეტერანი წყალბურთელები და რუსული საკლუბო ნაკრების წარმომადგენლები მიიღებენ.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ტურნირის ჩატარების ძირითად მიზანს საწყალოსნო სპორტის ამ სახეობაში ახალგაზრდა წყალბურთელის ზურაბ სახელაშვილის სახელის დამკვიდრება წარმოადგენს.

ტურნირი ასევე მიზანდ ისახავს წყალბურთის პოპულარიზაციას.

ზუკას თასის გათამაშება დღეს იწყება, ტურნირის ფინალური შეხვედრა 3 ივნისს გაიმართება.

ბეჭდვა