თბილისის რამდენიმე ქუჩას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.
როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, ენერგომომარაგება 10:00 საათიდან ცოტნე დადიანის გამზირის ნაწილს, კავთისხევის, ჭყონდიდელის, დეპოს, მრევლიშვილის, კოხრეიძის, მახინჯაურისა და მიმდებარე ქუჩებს არ მიეწოდება.
აღნიშნული აბონენტების ენერგომომარაგება 18:00 საათიდან განახლდება.
