მერაბიშვილი და შაშკინი ქუთაისში დღეს პედაგოგებს შეხვდნენ
მერაბიშვილი და შაშკინი ქუთაისში დღეს პედაგოგებს შეხვდნენ
16:31 01.06.2012
შინაგან საქმეთა და განთლებისა და მეცნიერების მინისტრები დღეს ქუთაისში იმყოფებოდნენ და ოპერისა და ბალეტის თეატრში პედაგოგებს შეხვდნენ.

როგორც „ნიუსპრესის“ ქუთაისის ბიუროს კორესპონდენტი იუწყება, ხალხის მობილიზება ვანო მერაბიშვილთან და დიმიტრი შაშკინთან შესახვედრად დილიდან მიმდინარეობდა. გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე ბაღებისა და სკოლების პედაგოგები დაიბარეს.

იგი მედიისთვის დახურული იყო. ქუთაისში მსგავსი ტიპის დახურული შეხვედრა ვანო მერაბიშვილის მონაწილეობით რამდენჯერმე უკვე გაიმართა.

ბეჭდვა