„დემოკრატიული მოძრაობა“ ბავშვებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ულოცავს
„დემოკრატიული მოძრაობა“ ბავშვებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ულოცავს
14:50 01.06.2012
პარტია „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ ყველა ბავშვს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ულოცავს.
მოძრაობაში იმედოვნებენ, რომ ძალიან მალე საქართველოში დადგება დრო, როდესაც ხელისუფლება გაატარებს სწორ სახელმწიფოებრივ პოლიტიკას, ყველა მშობელი საკუთარი შვილებისთვის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი ჯანდაცვის უზრუნვეყოფასა და სრულფასოვანი განათლების მიცემას მოახერხებს.
„ვუსურვებთ მათ მშვიდობიან ქვეყანაში ლაღ და უზრუნველ ცხოვრებას, სადაც ყოველი მათგანის კეთილდღეობა სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი და უპირველესი საზრუნავი იქნება“ - აცხადებენ „დემოკრატიულ მოძრაობაში“ და აღნიშნავენ, რომ ბავშვები ქვეყნის მომავალია, ამიტომ სახელმწიფო ვალდებულია თითეული მათგანზე იზრუნოს.

ბეჭდვა