დიმიტრი შაშკინი ბარაკ ობამას მრჩეველს შეხვდა
დიმიტრი შაშკინი ბარაკ ობამას მრჩეველს შეხვდა
13:31 01.06.2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი აშშ-ის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორს, აშშ-ს პრეზიდენტის ბარაქ ობამას  მრჩეველს სამეცნიერო საკითხებში რიტა კოლველს და მასთან ერთად საქართველოში მყოფ დელეგაციას შეხვდა.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა სამეცნიერო და კვლევითი საკითხები განიხილეს და თანამშრომლობის მომავალ გეგმებზე იმსჯელეს.
გარდა ამისა, შაშკინმა აშშ-ს დელეგაციას შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიზნები და ის პროგრამები გააცნო, რომლებიც მეცნიერების მიმართულებით ხორციელდება.
რიტა კოველმა განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები დადებითად შეაფასა.
შეხვედრაზე ამერიკული წამყვანი სამეცნიერო წრეების მონაწილეობით რამდენიმე ღონისძიება დაიგეგმა, რომელიც ახლო მომავალში განხორციელდება.



ბეჭდვა