კამპანია ,,ეს შენ გეხებას“ წარმომადგენლები, აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს საქართველოში ვიზიტის დროს, მოსახლეობისთვის პლურალისტური
მედიაგარემოს ხელმისაწვდომობით დაინტესების მოთხოვნით მიმართავენ.
როგორც დღეს პრესკონფერენციაზე ,,ეს შენ გეხებას“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, ქვეყანაში ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად ისევ მოსახლეობისთვის პლურალისტური მედიაგარემოს ხელმისაწვდომობა რჩება, რაც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა ბოლო ანგარიშშიც აისახა.
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა განცხადებით, სხვა საკითხებთან ერთად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინიციატივა - მედიის საქმიანობის მარეგულირებელ კანონდმებლობაში MUST CARRY-სა და MUST OFFERRI-ს პრინციპების დანერგვის თაობაზე. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა თქმით, აღნიშნული პრინციპი გულისხმობს საკაბელო ტელევიზიების საშუალებით სხვადასხვა ტელევიზიების ხელმისაწვდომობას.
მათივე თქმით, ამ საკითხებზე ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივას მხარს უჭერს დამოუკიდებელ მაუწყებელთა, ჟურნალისტთა და ექსპერტთა დიდი უმრავლესობა.
კამპანიის მონაწილეთა განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების მიერ აღნიშნული წინადადდებების გაზიარება მოხსნის კითხვებს საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას მოსახელეობის ინფორმირების თაობაზე.
,,ქვეყანაში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების სამართლიან და კონკურენტულ გარემოში ჩატარებისა და პლურალისტური მედიაგარემოს განვითარების აუცილებლობიდან გამომდინარე, მოხარული ვიქნებით, თუკი, საქართველოში თქვენი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ხელისუფლებასთან მოლაპარაკებისას გამონახავთ საშუალებას, რათა გამოხატოთ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიცია აღნიშნულთან დაკავშირებით“-ნათქვამია მიმართვაში.
,,კამპანია ეს შენ გეხებას“ წარმომადგენელთა განცხადებით, საქართველოს სამოქალაქო სექტორი აქტიურად თანამშრომლობს პარლამენტთან სამართლიანი და კონკურენტული საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბებისთვის და პარლამენტშიც წარდგენილი აქვს შესაბამისი საკონონმდებლო წინადადებები, რომელთა გათვალისწინება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას.
