სამტრედია-აბაშის ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
სამტრედია-აბაშის ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
10:27 01.06.2012
სამტრედია-აბაშის ავტომაგისტრალზე, სოფელ მარანთან, ავტოსაგზაო შემთხვევას 50 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 მოქალაქე დაშავდა, მათ შორის, ერთი მცირეწლოვანი ბავშვია.

ორი დაშავებული ქუთაისის, ოთხი კი, სამტრედიის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მედიკოსების განცხადებით, პაციენტების მდგომარეობა რთულია.

ავარიის სავარაუდო მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება.

ბეჭდვა