თბილისის რამდენიმე ქუჩას დღეს ელექტროენერგია გაეთიშება.
როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, ქვესადგურში „ღრმაღელე” სარემონტო-პროფილაქტიკური
სამუშაოების გამო, ენერგომომარაგება 10:00 საათიდან ცოტნე დადიანის გამზირის ნაწილს, ბეჟანიშვილის, ერისთავის, ილურიძის, ქართლის და მიმდებარე ქუჩებს შეეზღუდება.
აღნიშნულ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება 16:00 საათიდან აღუდგება.
