1 ივნისს მსოფლიო ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს აღინიშნავს.
ამ დღეს საქართველოს დედაქალაქსა და დიდ ქალაქებში ბავშვებისა და მოზარდებისთვის სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 1949 წლის ნოემბერში, ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა.
ეს დღე 1950 წლიდან ყოველწლიურად, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება და მისი მიზანი ახალი ომის საშიშროებისგან ბავშვთა დასაცავად მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება, მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისთვის ზრუნვაა.
