ბავშვთა საერთაშორისო დღე ეროვნულ მუზეუმში სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნება
ბავშვთა საერთაშორისო დღე ეროვნულ მუზეუმში სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნება
18:01 31.05.2012
ბავშვთა საერთაშორისო დღეს საქართველოს ეროვნული მუზეუმი მოზარდებს მრავალფეროვანი საგანმანათლებლო პროგრამებით უმასპინძლებს.

როგორც „ნიუსპრესს“ ეროვნული მუზეუმიდან აცნობეს, ეთნოგრაფიულ მუზეუმში, ღია ცის ქვეშ პროგრამა - „საუბრები ეკოლოგიაზე“ და „სახალისო არქეოლოგია“ გაიმართება.

მათი ინფორმაციით, პროგრამა იმ ბავშვებისთვისაა განკუთვნილი, რომლებიც განსაკუთრებულ ზრუნვას საჭიროებენ.

ეროვნული გალერეა მოზარდებს კი, სხვადასხვა შემეცნებით ტურებში მონაწილეობის მისაღებად იწვევს.

მოეწყობა შეხვედრა მხატვარ ქეთევან მატაბელთან. მოზარდები ასევე, გალერეის ეზოში სხავადასხვა მასალით ნამუშევრებს შექმნიან.


ბეჭდვა