„ქრისტიან–დემოკრატები“ კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა პრობლემის მოგვარებას მოითხოვენ
„ქრისტიან–დემოკრატები“ კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა პრობლემის მოგვარებას მოითხოვენ
17:53 31.05.2012
საპარლამენტო ფრაქცია „ქრისტიან–დემოკრატები“ ფინანსთა სამინისტროსგან კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული მოსახლეობის პრობლემის მოგვარებას მოითხოვს.
ფრაქციის თავმჯდომარემ გიორგი ახვლედიანმა დღეს ზარალებულთა ერთი ჯგუფის წარმომადგენლებთან ერთად ბრიფინგი გამართა და აღნიშნა, რომ პრობლემების ნაწილი დაუმთავრებელი საცხოვრებელი კორპუსების დასრულებას უკავშირდება, ნაწილი – დაზარალებულებისთვის სახელწმიფოს მიერ დაპირებული მიწის ნაკვეთების გადაცემას. ასევე, პრობლემად რჩება ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფა.
„ფინანსთა სამინისტრომ სასწრაფოდ უნდა შეიმუშავოს წესი, რომლის თანახმად პრობლემა მოგვარება“ - განაცხადა ახვლედიანმა.
როგორც ერთ–ერთმა დაზარალებულმა ნათელა ჩიქვინიძემ განმარტა, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა რაოდენობა მთელ საქართველოში 9 ათასს აღწევს, აქედან, დედაქალაქში 3 800 ადამიანია.

ბეჭდვა