ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, იუსტიციის სამინისტროში „წიგნის კლუბის“ შეხვედრა გაიმართა, რომელშიც, ისნის #12 სკოლის მოსწავლეებთან ერთად „განრიდებისა და მედიაციის პროექტის“ ბენეფიციარებიც მონაწილეობდნენ.
ახალგაზრდა მკითხველებმა ერიკ შმიდტის რომანის „ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი“ მთავარი გმირის - უკურნებელი სენით დაავადებული ბიჭუნას სიცოცხლის უკანსკნელი თორმეტი დღის ისტორია მოისმინეს. კითხვის დასრულების შემდეგ კი, ნაწარმოების განხილვა გაიმართა.
„წიგნის კლუბის“ გარდა, „არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის“ პროექტის ბენეფიციარები მონაწილეობას სხვა პროგრამებშიც შეძლებენ.
როგორც იუსტიციის სამინისტროში განაცხადეს, ახალგაზრდული პროექტების მიზანს არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენცია და კანონთან კონფლიქტში მყოფ მოზარდთა რეინტეგრაცია წარმოადგენს.
