მძლავრი ელექტროგადამცემი ხაზები ექსპლოატაციაში 2013 წელს შევა
მძლავრი ელექტროგადამცემი ხაზები ექსპლოატაციაში 2013 წელს შევა
15:31 22.02.2012
2013 წელს ექსპლოატაციაში მძლავრი, 220 კილოვატიანი ელექტროგადამცემი ხაზები შევა.
როგორც "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" წარმომადგენლების მიერ სასტუმრო "რედისონში" დღეს გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, აშშ-სა და საქართველოს შორის 2010 წლის თებერვალში გაფორმებული "ტექნიკური დახმარების ხელშეკრულების" ფარგლებში, მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზებისა და ინფრასტრუქტურის, კერძოდ 220 კვ გადამცემი ხაზების "სენაკი 1,2" და შესაბამისი ქვესადგურების "მენჯი" და "წყალტუბო" რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია განხორციელდება.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, დღეს წინასატენდერო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოსა (USAID) და "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" ერთობლივი ორგანიზებით განხორციელდა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოს ენერგეტიკის ინფრასტურქტურის განვითარების მიზნით, დაახლოებით 125 მლნ. ოდენობის გრანტი გამოიყო, რომლის ნაწილიც საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის კუთვნილებაში არსებული გადამცემი ხაზების "სენაკი 1,2-ის" რეაბილიტაციას მოხმარდება.

ბეჭდვა