კრწანისის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდა
კრწანისის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდა
15:25 22.02.2012
ელექტროგადამცემ ხაზებზე სარემონტო სამუშაოების გამო კრწანისის რაიონის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდა.
როგორც "ნიუსპრესს" სააქციო საზოგადოება "თელასიდან" აცნობეს, ელექტროენერგია გორგასლის, დიდი ხეივნის, კრწანისის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს შეუწყდათ.
ელექტროენერგიის მიწოდება მოსახლეობას დღესვე, 17:00 საათიდან აღუდგება.


ბეჭდვა