დიმიტრი შაშკინი პედაგოგების გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას უარყოფს
დიმიტრი შაშკინი პედაგოგების გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას უარყოფს
14:58 31.05.2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მასწავლებელთა გათავისუფლებას არ გეგმავს.  ამის შესახებ მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა დღეს მასწავლებელთა სახლში, პედაგოგებთან შეხვედრისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, რეგიონებში მომუშავე პედაგოგებს პოლიტიკოსები ატყობინებენ, რომ სამინისტრო და ხელისუფლება მათ გათავისუფლებას აპირებს.
დიმიტრი შაშკინი ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს. მისი განმარტებით, მასწავლებელთან კონტრაქტს სკოლის ადმინისტრაცია აფორმებს, შესაბამისად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პედაგოგს სკოლიდან ვერ დაითხოვს.

ბეჭდვა