თბილისში დღეს იტალიელ მედროშეთა უჩვეულო შოუ გაიმართება
თბილისში დღეს იტალიელ მედროშეთა უჩვეულო შოუ გაიმართება
10:35 31.05.2012
იტალიის რესპუბლიკის იუბილესთან დაკავშირებით, იტალიელ მებაირაღეთა ეროვნული ნაკრების „sbandieratori”-ს უჩვეულო შოუ თბილისში დღეს პირველად გაიმართება. ამის   შესახებ „ნიუსპრესს“ საქართველოში იტალიის საელჩოდან აცნობეს.

მედროშეთა წარმოდგენა 19.00 საათზე, მეიდანზე დაიწყება.

შოუში მონაწილეობას მიიღებენ იტალიის 6 რეგიონის სპორტსმენები და მუსიკოსები.

„ქართულ საზოგადოებას ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული, სანახაობრივი და ფერადი შოუს ღია ცის ნახვის შესაძლებლობა ეძლევა, რომელიც შუა საუკუნეებიდან იღებს სათავეს“ - აცხადებენ საელჩოში.

წარმოდგენა, ასევე, საქართველოსა და იტალიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლის იუბილეს ეძღვნება.

ღონისძიებას იტალიის ელჩი საქართველოში ფედერიკა ფავი გახსნის.

ბეჭდვა