კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ღია კარის დღე გაიმართება
კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ღია კარის დღე გაიმართება
08:58 31.05.2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს „ღია კარის დღე“ გაიმართება.
„ღია კარის დღეს“ ყოველთვიური ხასიათი აქვს და ელექტრონული  კომუნიკაციებსა და მაუწყებლობის სფეროში ჟურნალისტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ზოგადად მოსახლეობის ცოდნის ამაღლებას ემსახურება.
დღევანდელი „ღია კარის დღე“ განსხვავებულ ფორმატში შედგება. კერძოდ, წინასწარ შერჩეული თემატიკის გარეშე, კომისიის წევრები და კომისიის აპარატის ხელმძღვანელი პირები, ბოლო დროს კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით გაჩენილ კითხვებს უპასუხებენ.

ბეჭდვა