თბილისის მერმა გიგი უგულავამ დღეს იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგო და კოჯრის მიმდებარე ტერიტორიაზე, იუნკერთა ხსოვნის პატივსაცემად აგებული მემორიალი გვირგვინით შეამკო.
"იუნკერთა მაგალითი ადასტურებს, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. თუ იქნება ერთსულოვნება, ჩვენ ყველა გამოწვევას გავუძლებთ" - განაცხადა გიგი უგულავამ.
1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიასთან ბრძოლაში დაღუპული იუნკერები ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს, რომელიც დღევანდელი პარლამენტის და მაშინდელი "სობორის" ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიის ეზოში მდებარეობდა.
