„მამული“ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წინადადებით მიმართავს
„მამული“ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წინადადებით მიმართავს
17:45 30.05.2012
პოლიტიკური ორგანიზაცია „მამული“ პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარესა და განათლებისა მინისტრს წინადადებით მიმართავს.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ორგანიზაციის თავმჯდომარემ თემურ ბობოხიძემ განაცხადა, „მამული“ სკოლის მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა და მათი უმეტესობა სკოლასთან დაკავშირებული გარკვეული საკითხებით უკმაყოფილოა.
მისივე თქმით, ორგანიზაცია წინადადებით გამოდის საჯარო სკლებში სწავლების გახანგრძლივების საკითხი გადაიხედოს, ასევე, აიკრძალოს სკოლებში საკვების ფულზე გაცემა და მშობლებმა საკვების ფული თვის ბოლოს გადაიხადონ.
ორგანიზაციაში ასევე მიიჩნევენ, რომ მანდატურებად უნდა დაინიშნონ სტუდენტები, რომლებიც გაივლიან სპეციალურ კურსებს ფსიქოლოგიაში, პირველად დახმარებაში, სპორტულ განვითარებასა და სხვადასხვა თამაშებში.
„მამულის“ წარმომადგენელთა განცხადებით, აღნიშნული მეთოდები ევროპულ ქვეყნებში უკვე აპრობირებულია.

ბეჭდვა