თსუ-სა და გერმანიის საერთაშორისო დახმარების საზოგადოებას შორის მემორანდუმი გაფორმდა
თსუ-სა და გერმანიის საერთაშორისო დახმარების საზოგადოებას შორის მემორანდუმი გაფორმდა
17:04 30.05.2012
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გერმანიის საერთაშორისო დახმარების საზოგადოების (GIZ) "კერძო სექტორის განვითარების პროგრამებს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის თანახმად, GIZ თსუ-ს ქიმიური ლაბორატორიის ტექნიკოსებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში დაეხმარება.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ალექსანდრე კვიტაშვილის განცხადებით, მემორანდუმი ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის, ქიმიის მიმართულების მაგისტრანტებს შესაძლებლობას აძლევს, რომ მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება სხვადასხვა კომპანიებში.
პროგრამის - „კერძო სექტორის განვითარება სამხრეთ კავკასიაში“ ხელმძღვანელმა საქართველოში ბრანკო ვენერტიმ აღნიშნა, რომ პროექტი ხელს შეუწყობს თსუ ქიმიური ლაბორატოორიისა და ამ მიმართულებით სასწავლო კურსის განვითარებას. პროგრამა ძირითადად პრაქტიკულ მეთოდოლოგიაზე იქნება დაფუძნებული, რომელშიც სხვადასხვა კომპანიები ჩაერთვებიან.

ბეჭდვა