ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში "ილიაუნი ბიზნეს რევიუს" მიერ მომზადებული კვლევის "საქართველოს სწრაფი ფულადი გზავნილების ბაზარი – 2011 წლის" პრეზენტაციაზე გაიმართა.
როგორც "ნიუსპრესს" ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, კვლევა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ 2010 და 2011 წლების ოფიციალურ მონაცემებს დაეყრდნო. გამოკვლეულ იქნა საქართველოში ჩარიცხვებისა და საქართველოდან გადარიცხვების მაჩვენებლები ქვეყნებისა და საერთაშორისო საფინანსო სისტემების მიხედვით.
კვლევამ აჩვენა, რამდენად ახდენს გავლენას ევროპულ ქვეყნებში მიმდინარე კრიზისი ქართველი ემიგრანტების შემოსავლებზე და მოსალოდნელია თუ არა ამ ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების შემცირება.
"ილიუნი ბიზნეს რევიუ" ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტზე არსებული ეკონომიკური კვლევებისა და კონსულტაციების ცენტრის მიერ მომზადდა.
