დიმიტრი შაშკინი - ატესტატების ბაზასთან წვდომა მხოლოდ გამოცდების ეროვნულ ცენტრს ჰქონდა
დიმიტრი შაშკინი - ატესტატების ბაზასთან წვდომა მხოლოდ გამოცდების ეროვნულ ცენტრს ჰქონდა
13:46 30.05.2012
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის განცხადებით, ატესტატების ბაზასთან წვდომა მხოლოდ გამოცდების ეროვნულ ცენტრს ჰქონდა. კოდი არც მინისტრმა და არც სამინისტროს სხვა რომელიმე თანამშრომელმა არ იცოდა. ეს განცხადება მინისტრმა დღეს ჟურნალისტებთან საუბარში გააკეთა.

შაშკინმა ამგვარად გასცა პასუხი გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილის ბრალდებას, რომლის თანახმად, გასულ წელს 600 ყალბი ატესტატი გაიცა.

მინისტრის განცხადებით, ატესტატების სისტემის შეცვლის შემდეგ, ატესტატების გაყალბების საშიშროება მინიმუმამდეა დაყვანილი.

როგორც მან განმარტა, ეს იყო სპეციალური ატესტატები, რომლებიც სომხურ და აზერბაიჯანულ ენოვან მოსწავლეებს საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად მიეცათ. ვინაიდან, ზოგ ქვეყანაში ზოგადი განათლების შესახებ სერტიფიკატებს არ ცნობენ.

„სულ, ასეთი 298 ატესტატი გაიცა“ - განცხადა შაშკინმა და განმარტა, რომ ის კანონის ფარგლებში მოქმედებდა.

ბეჭდვა