ფინანსთა სამინისტროსთან კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა საპროტესტო აქცია დაიწყო.
აქციის მონაწილეებისთვის სოლიდარობის
გამოხატვის მიზნით, სამინისტროსთან მივიდნენ „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერები, მათ შორის თბილისის საკრებულოს წევრი ჯაბა სამუშია.
როგორც „ნიუსპრესთან“ საუბრისას სამუშიამ განაცხადა, დაზარალებულები ფინანსთა სამინისტროსგან მოითხოვენ დაჩქარდეს ნუსხისა და წესდების შემუშავება, რომლის მიხედვით, სახელმწიფომ მათ მიმართ არსებული დავალიანება უნდა გაისტუმროს.
„ჩვენ დიდი ხანია ამ ხალხს ვეხმარებით და თანავუგრძნობთ, რათა სახელმწიფოსგან კუთვნილი დავალიანება მიიღონ. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც 22 წელია სახლებს ელოდებიან“ - განაცხადა სამუშიამ და აღნიშნა, რომ საუბარია იმ სახლებზე, რომლებიც ამ ხალხის ფულით უნდა აშენებულიყო, მაგრამ სახელმწიფომ ეს თანხები მიითვისა.
