მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოები ID ბარათების გაცემისთვის გათვალისწინებულ საფასურს აღარ გადაიხდიან
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოები ID ბარათების გაცემისთვის გათვალისწინებულ საფასურს აღარ გადაიხდიან
13:50 22.02.2012
იუსტიციის სახლებსა და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლები, მათი მფარველობის ქვეშ მყოფი
პირებისთვის განკუთვნილი პირადობის მოწმობის საფასურს - 30 ლარს აღარ გადაიხდიან

ამის შესახებ დღეს რუსთავის იუსტიციის სახლში გამართულ ბრიფინგზე სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი გაბრიელაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით აღნიშნული ცვლილება "სამოქალაქო აქტების შესახებ" ახალ კანონში უკვე შევიდა.

გარდა ამისა აღნიშნული ორგანოები თავისუფლდებიან სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის განმეორებითი მოწმობის გაცემისათვის გათვალისწინებული საფასურის გადახდისგანაც.

ბეჭდვა