დავით ხინტკირიას წიგნის - „სხვისი სამოთხე“ პრეზენტაცია დღეს, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების
ცენტრში გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ ახალგაზრდობის ცენტრიდან აცნობეს, საღამოს საპატრიარქოს წარმომადგენლები, სასულიერო პირები, მწერლები და საზოგადო მოღვაწეები დაესწრებიან. მათ შორის ჯანსუღ ჩარკვიანი, მარიკა კვალიაშვილი, ვაჟა აზარაშვილი და სხვები.
ღონისძიება ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის ორგანიზებით ტარდება.
