„კონსტიტუციის 42-ე მუხლი” გიგი წერთლის განცხადებას გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად მიიჩნევს
„კონსტიტუციის 42-ე მუხლი” გიგი წერთლის განცხადებას გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად მიიჩნევს
19:48 29.05.2012
ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი” პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის გიგი წერეთლის განცხადებას იმის თაობაზე, რომ საჯარო მოხელეები აქციებში არ უნდა მონაწილეობდნენ, დისკრიმინაციას და აზრის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას უწოდებს.

ორგანიზაცია დღეს გავრცელებულ განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირის ამგვარი განცხადება, საჯარო მოხელეებზე პირდაპირ ზეწოლად აღიქმება, რაც კონსტიტუციით გარანტირებულ აზრის გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს.

„კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ განცხადებით, დემოკრატიული საზოგადოებისთვის ამგვარი დამოკიდებულება მიუღებელია და საჯარო თანამდებობის პირები თავის გამოსვლებს პასუხისმგებლობით უნდა ეკიდებოდნენ.

ბეჭდვა