პიარ-კლუბი ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით ხვალ საქველმოქმედო საღამოს გამართავს.
კლუბის ინფორმაციით, ეს იქნება ღონისძიება, რომელსაც პიარ-მენეჯერების გაერთიანება ბავშვთა სახლების აღსაზრდელებსა და პოპულარული ადამიანების შვილებს მოუწყობს.
ღონისძიების პირველ ნაწილში World of Disney-ს ჯამბაზები, ანიმატორები და მულტიპლიკაციური ფილმების გმირები პატარებისთვის გასართობ პროგრამას წარმოადგენენ, შემდეგ კი - ბავშვთა სახლის აღსაზრდელები პოპულარული სახეების შვილებთან ერთად, ახალგაზრდა დიზაინერის თეა გელაშვილის საბავშვო კოლექციის ჩვენებას გამართავენ.
ჩვენების მონაწილეებს პარტნიორი კომპანიები სხვადასხვა საჩუქარს, პიარ-კლუბი კი - სპეციალურ დიპლომებს გადასცემს.
საქველმოქმედო საღამოს სადღესასწაულო ცენტრ ”ნევერლენდის” ერთსაათიანი საბავშვო სპექტაკლი დაასრულებს, რომელსაც გასართობი შოუს სახე ექნება და მასში ღონისძიების მონაწილე ბავშვებიც ჩაერთვებიან.
