განათლების სამინისტროს პრესმდივანი მიმინოშვილსა და შაშკინს შორის დაპირისპირების არსებობას ადასტურებს
განათლების სამინისტროს პრესმდივანი მიმინოშვილსა და შაშკინს შორის დაპირისპირების არსებობას ადასტურებს
18:10 29.05.2012
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესმდივანი ნინო პოტრჟებსაკაია განათლების მინისტრსა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილ დირექტორს შორის დაპირისპირების არსებობის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს.

მისი განცხადებით, მაია მიმინოშვილსა და დიმიტრი შაშკინს შორის კონკრეტული პოზიციების გამო დაპირისპირება მართლაც არსებობდა.

„ეს დაახლოებით ათი დღის განმავლობაში გრძელდებოდა. მინისტრმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს რთული გადაწყვეტილება არ ყოფილიყო მიღებული“- აღნიშნა ნინო პოტრჟებსკაიამ.

მისივე თქმით, მაია მიმინოშვილს მთავრობა ჯანდაცვის სამინისტროში მაღალ თანამდებობას, ხოლო ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში ელჩობას სთავაზობდა, რაზეც მიმინოშვილმა უარი განაცხადა.

დიმიტრი შაშკინმა მაია მიმინოშვილი თანამდებობიდან გუშინ გაათავისუფლა. სამინისტროს ინფორმაციით, ამის მიზეზი რეფორმებთან დაკავშირებით პოზიციების შეუთანხმებლობა გახდა.

ბეჭდვა