დიმიტრი შაშკინი ხვალ გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალ დირექტორს წარადგენს
დიმიტრი შაშკინი ხვალ გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალ დირექტორს წარადგენს
17:53 29.05.2012
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ხვალ გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალ დირექტორს წარადგენს.   ამის შესახებ გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა კოკა სეფერთელაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე გამოცდები შეუფერხებლად მიმდინარეობს და ეროვნული გამოცდები ისე ჩატარდება, როგორც საჭიროა.

სეფერთელაძემ გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორის მაია მიმონიშვილისა და განათლების მინისტრის დიმიტრი შაშკინის პრინციპული შეუთანხმებლობის საკითხი განმარტა.

მისი თქმით, სამინისტროს სურვილია, რომ პედაგოგებისთვის შეიქმნას კომფორტული გარემო, როგორც სატესტო ნაწილში, ასევე, გამოცდების მიმდინარეობის დროს, რაშიც მიმინოშვილის მხრიდან წინააღმდეგობა იყო.

სეფერთელაძის განმარტებით, მეორე შეუთანხმებლობა გამოცდების მოდელზე იყო, რადგან მისივე თქმით, შესაძლოა, 8+1 მოდელზე გადასვლა მოხდეს, რაც საატესტატო გამოცდებს და ერთი უნარ-ჩვევების გამოცდას გულსიხმობს. მისი განმარტებით, მიმინოშვილის მხრიდან ამასაც წინააღმდეგობა მოჰყვა.

,,პრინციპული წინააღმდეგობა იყო, საქართველოში ეთნიკური უმცირესობებისთვის ატესტატების გაცემის საკითხში, რომელიც მათ, საშუალებას აძლევს, სწავლა გააგრძელონ და ვისაც სურვილი აქვს საზღვარგარეთ წავიდეს სასწავლებლად“- განაცხადა კოკა სეფერთელაძემ.

მაია მიმინოშვილი თანამდებობიდან გუშინ გაათავისუფლეს.

ბეჭდვა