განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა გამოცდების ეროვნული ცენტრის შენობა უკვე დატოვა.
შენობიდან გავიდნენ ასევე განათლების სამინისტროს სხვა წარმომადგენლებმაც. მათ ტერიტორია უკომენტაროდ დატოვეს.
ეროვნული ცენტრის ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფის ხელმძღვანელმა თამაზ ჯოლოგუამ და ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ცენტრის ყოფილი თანამშრომლები დიმიტრი შაშკინს შეხვდნენ, მისი თქმით, მინისტრმა მათ სამსახურში დარჩენა შესთავაზა, თუმცა, თანამშრომელთა უმრავლესობამ აღნიშნულ შეთავაზებაზე უარი განაცხადა.
გამოცდების ეროვნული ცენტრიდან გამოსული თანამშრომლების უმრავლესობა შეხვედრის დეტალების შესახებ კომენტარისგან თავს იკავებს. შეხვედრის შესახებ კომენტარს რამდენიმე წუთში განათლების სამინისტროში, გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი კოკა სეფერთელაძე გააკეთებს.
