შაშკინი განათლების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებს სათითაოდ ხვდება
შაშკინი განათლების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებს სათითაოდ ხვდება
15:54 29.05.2012
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი განათლების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებს ცალ-ცალკე ხვდება.
როგორც შეხვედრის შემდეგ ცენტრის ერთ-ერთმა თანამშრომელმა თამარ ბესიტაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, შაშკინი ყველა საგნობრივი ჯგუფის წარმომადგენლებს სათითაოდ ხვდება.
მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი ცენტრიდან თანამშრომლების წასვლას შეეხება. ბესიტაშვილის განმარტებით, გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომელთა ნაწილმა სამსახური დატოვა, ნაწილმა კი, დარჩენის შემოთავაზებაზე თანხმობა განაცხადა.
გამოცდების ეროვნული ცენტრიდან ჯერ მხოლოდ რამდენეიმე თანამშრომელი გამოვიდა. მათ ვერ დაადასტურეს ინფორმაცია იმის შესახებ იმყოფება თუ არა შენობაში გენერალური ინსპექცია.

ბეჭდვა