ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროში ფოტოკონკურსი გამოცხადდა
ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროში ფოტოკონკურსი გამოცხადდა
15:26 29.05.2012
იუსტიციის სამინიტროს დღეს თბილისის 212-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ.
უფროსკლასელებმა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობა დაათვალიერეს და სპეციალურად მათთვის მოწყობილ პრეზენტაციაზე უწყებაში მიმდინარე პროექტებს გაეცნენ.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტრომ დღეს ფოტოკონკურსიც გამოაცხადა.
სამინისტრო პროექტ „ჩვენი საზოგადოების“ ფარგლებში ყველაზე პოპულარული ფოტოს გამოვლენას იწყებს. მასში მონაწილოება შეეძლება თბილისისა და რეგიონების 115 სკოლის 2000-ზე მეტ მოსწავლეს, ყველას ვინც ამ პროგრამის ფარგლებში სტუმრობდა იუსტიციის სამინისტროს ან ბათუმის, ქუთაისის, რუსთავისა და ოზურგეთის იუსტიციის სახლებს.
პროექტი ივნისის ბოლომდე გაგრძელდება. ყველაზე პოპულარული ფოტოსახეები კი - სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან. ისინი საჩუქრად მიიღებენ არქივისა და მუზეუმების ბილეთებს, შეძლებენ იუსტიციის სამინისტროს ახალგაზრდულ პროექტებში ჩართვასა და მათში აქტიურ მონაწილეობას.

ბეჭდვა