ია კუტალაძე - დიმიტრი შაშკინი ალბათ, ასეთ რთულ სიტუაციაში ჯერ არ ყოფილა
ია კუტალაძე - დიმიტრი შაშკინი ალბათ, ასეთ რთულ სიტუაციაში ჯერ არ ყოფილა
13:28 29.05.2012
გამოცდების ეროვნული ცენტრის კვლევის დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა ია კუტალაძემ განათლების და მეცნიერების მინისტრთან დიმიტრი შაშკინთან შეხვედრის დეტალების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა, თუმცა განაცხადა, რომ მინისტრისთვის ეს საუბარი ძალიან მძიმე იყო.

როგორც ია კუტალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ცენტრის თანამშრომლებთან საუბარი დიმიტრი შაშკინისთვის რთული იყო.

„მან ჩვენგან ძალიან მწვავე რეპლიკები მოისმინა და ალბათ, ასეთ სიტუაციაში ჯერ არ ყოფილა“-განაცხადა კუტალაძემ.

ცენტრის ყოფილმა თანამშრომლებმა აღნიშნეს, რომ მათ განათლების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ კოკა სეფერთელაძესთან ჯერ არ უსაუბრიათ.

თანამშრომლების განცხადებით, მათი ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი თანამდებობიდან დაუმსახურებლად გაათავისუფლეს.

გამოცდების ცენტრის თანამშომლებსა და დიმიტრი შაშკინს შორის შეხვედრა გუშინ შედგა.

გამოცდების ეროვნული ცენტრის 60-მა თანამშრომელმა სამსახური დღეს უკვე დატოვა. ამის შესახებ მათ გამოცდების ეროვნული ცენტრის შენობასთან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს.

მაია მიმინოშვილი მინისტრმა დაკავებული თანამდებობიდან გუშინ გაათავისუფლა. მიზეზად, სამსახურებრივი შეუთანხმებლობა დასახელდა.

ბეჭდვა