გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლები ამ წუთებში ცენტრის შენობაში იმყოფებიან.
როგორც „ნუსპრესის“ კორეპოსდენტი ადგილიდან იუწყება, შენობაში რამდენიმე წუთის წინ, გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებებლი კოკა სეფერთელაძცე შევიდა.
გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლები საგანგებო განცხადების გაკეთებას გეგმავენ, რომლის ზუსტი შინაარსი ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა, იგი მაია მიმინოშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებას ეხება.
მიმინოშვილის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მიიღო.
სამინისტროს განმარტებით, რეფორმების პროცესში განათლების სამინისტროს პოლიტიკასა და მაია მიმინოშვილის პირად პოზიციას შორის პრინციპული შეუთავსებლობა წარმოიქმნა.
გუშინვე, გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა პრეზიდენტს მიმართვა გაუგზავნეს, სადაც აღნიშნავდნენ, რომ მიმინოშვილის გათავისუფლება რეალურ საფრთხეს უქმნის, როგორც ეროვნული გამოცდების, ასევე საატესტატო გამოცდების ჩატარების პროცესს. თანამშრომლებმა სამსახურის დატოვებაზე განცხადებებიც დაწერეს. გუშინ გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებს განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინიც შეხვდა.
