ბიომრავალფეროვნების შესახებ რეგიონული შეხვედრა დღეს სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრას გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე გახსნის.
სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობას გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის, ბიომავალფეროვნების საერთაშორისო კონვენციის წარმომადგენლები და 20 ქვეყნის 50-მდე დელეგატი მიიღებს.
შეხვედრის ჩატარების მიზეზი საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ, საქართველოს ეკოსისტემებისა და ბიომრავალფეროვნების ეკონომიკის ინიციატივის საპილოტე ქვეყნად გამოცხადებაა.
შეხვედრის მიზანი, საქართველოს, როგორც ამ პროცესში მოწინავე ქვეყნის გამოცდილების გაზიარებაა.
საერთაშორისო კონვენციის მიერ ინიცირებულ შეხვედრაზე მონაწილეები აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიისთვის ეკოსისტემებისა ეკონომიკის შესახებ იმსჯელებენ.
რეგიონული შეხვედრა 31 მაისს დასრულდება.
