დავით ხინტკირიას წიგნის - „სხვისი სამოთხე“ პრეზენტაცია 30 მაისს, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული
ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ ახალგაზრდობის ცენტრიდან აცნობეს, წიგნის პრეზენტაციას საპატრიარქოს წარმომადგენლები, სასულიერო პირები, მწერლები და საზოგადო მოღვაწეები დაესწრებიან.
ღონისძიება ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის ორგანიზებით იმართება.
