სახალხო დამცველს ქალაქის ხელმძღვანელობის მიერ გარემოს დაცვის კუთხით ჩადენილ "დანაშაულებზე" რეაგირებას სთხოვს.
ამ საკითხთან დაკავშირებით სახალხო დამცველის ოფისში სპეციალური შეხვედრა გაიმართა. სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა ,,ეკოლოგიური სამართლის ცენტრის"" იურისტი ნიკოლოზ მჟავანაძე მიიღო და პირადად მისგან მოისმინა ის პრობლემები, რომელთა მოგვარებას ცენტრი ითხოვს.
,,ეკოლოგიური სამართლის ცენტრის"" მიერ "ნიუსპრესისთვის" მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრისას სახალხო დამცველმა შეშფოთება გამოთქვა კიკვიძის ბაღში ხეების გაჩეხვის გამო და განაცხადა, რომ კიკვიძის პარკთან და ქალაქის სხვა ეკოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებით ის თბილისის მერს გიგი უგულავას შეხვდება და ამ საკითხებს მასთან გაარკვევს.
კიკვიძის ბაღში უკვე 17 ხეა მოჭრილი.
