უკრაინაში საფეხბურთო ჩემპიონატის პერიოდში გამგზავრების მსურველთათვის საგარეო უწყება მითითებებს ავრცელებს
უკრაინაში საფეხბურთო ჩემპიონატის პერიოდში გამგზავრების მსურველთათვის საგარეო უწყება მითითებებს ავრცელებს
16:23 28.05.2012
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატის პერიოდში უკრაინაში ვიზიტისა და გადაადგილების  შესახებ ქართველი მოქალაქეებისთვის საჭირო ინფორმაციას ავრცელებს.
მათი ცნობით, ევროპის საერთაშორისო საფეხბურთო ჩემპიონატი „ევრო 2012“ 8 ივნისიდან პირველ ივლისის ჩათვლით უკრაინასა და პოლონეთში ჩატარდება. მატჩები უკრაინის ქალაქებში - კიევში, დონეცკში, ხარკოვსა და ლვოვში გაიმართება. ხოლო ფინალური მატჩი კიევში პირველ ივლისს ჩატარდება.
უკრაინაში საქართველოს საელჩო იტყობინება, რომ აღნიშნულ ქალაქებში სასტუმროები უკვე თითქმის მთლიანად დაჯავშნულია. ასევე, უკრაინამდე ჩასასვლელი და უკრაინის ქალაქებს შორის მოძრავი ტრანსპორტის ბილეთებიც შეკვეთილია.
საგარეო უწყება საქართველოს მოქალაქეებს თხოვნით მიმართავს, აღნიშნული ინფორმაცია გაითვალისწინონ და ევროპის ჩემპიონატის პერიოდში უკრაინაში მხოლოდ დაჯავშნული ბილეთებით იმოგზაურონ. ასევე, წინასწარ დაჯავშნონ სასტუმროებიც.
საგარეო საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს აცნობებს, რომ პრობლემის შექმნის შემთხვევაში მათ შეუძლიათ უკრაინაში საქართველოს საელოჩოს საკნსულო სამსახურს ცხელი ხაზის ნომერზე + 38 (063) 023 27 76 დაუკავშირდნენ.
დაინტერესებულ მოქალაქეებს დაწვრილებით ინფორმაციას შეუძლიათ საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.mfa.gov.ge ბმულზე http://www.mfa.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=95&info_id=15198 გაეცნონ.

ბეჭდვა