ევროპის კვირეულის გახსნასთან დაკავშირებით, ხვალ ევროპის სახლში პრესკონფერენცია გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ ევროპის სახლიდან აცნობეს, კვირეულის ფარგლებში დისკუსიები, ლექციები, წიგნის პრეზენტაციები, თბილისის ფოტო ფესტივალი და სხვა ღონისძიებებია დაგეგმილი. ასევე, შედგება ტრადიციად ქცეული ფოტოგრაფიის ღამე - ფოტო ჩვენებები ღია ცის ქვეშ.
კვირეულში ბრიტანეთის ჩრდილოვანი კაბინეტის წევრები, ცნობილი ფოტოგრაფები, ფილოსოფოსები, მწერლები, ამერიკული და ევროპული მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.
კვირეულის ფარგლებში, ფოტოგრაფი სტენლი გრინი გამოფენით „ჩეჩნეთის გზაზე“, ფოტოკორესპონდენტ იური კოზირევის, ფოტოსააგენტო „მაგნუმის“ ორი ფოტოგრაფის – გიორგი პინხასოვის და თომას დვორჟაკის ფოტონამუშევრებს წარმოადგენს.
