რეფერალური საავადმყოფოს ორ პაციენტს თითების ამპუტაციის ოპერაცია ჩაუტარდა
რეფერალური საავადმყოფოს ორ პაციენტს თითების ამპუტაციის ოპერაცია ჩაუტარდა
11:37 22.02.2012
რეფერალურ სავადმყოფოში მოყინვის დიაგნოზით შეყვანილ ორ პაციენტს თითების ამპუტაცია ჩაუტარდა.
როგორც "ნიუსპრესს" რეფერალური საავადმყოფოს ექიმმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, მათი ჯანმრთელობის მდგომრეობა არ გაუმჯობესებულა, ამიტომ ორივე მათგანს ათივე თითის ამპუტაცია დასჭირდა.
ამჟამად, რეფერალურ საავადმყოფოში მოყინვის დიაგნოზით 6 პაციენტი რჩება. უახლოეს დღეებში შესაძლოა სამ მათგანს ქირურგიული ჩარევა დასჭირდეთ.

ბეჭდვა