მდინარე მტკვარში 71 წლის მამაკაცი დაიხრჩო. როგორც „ნიუსპრესს“ საგანგებო სიტუაციების საქალაქო სამსახურის უფროსმა თემურ გიორგაძემ განუცხადა, სამაშველო
ბრიგადებმა მამაკაცის ცხედრის მდინარიდან ამოტანა ე.წ. მშრალ ხიდთან შეძლეს.
„მოქალაქეებმა დაინახეს, რომ მდინარეს მამაკაცი მოჰქონდა და შეგვატყობინეს. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ის უკვე მკვდარი იყო, როდესაც ჩვენი ბრიგადები საქმეში ჩაერთვნენ“ - განაცხადა გიორგაძემ.
მისივე თქმით, უცნობია როდის და რა ვითარებაში აღმოჩნდა მამაკაცი მდინარეში. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.
