5 წლის მია მაღრაძის გარდაცვლილების გამო, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო რეგულირების სააგენტოსთვის საჩივრით ჯერ არ მიუმართავთ.
როგორც „ნიუსპრესს“ სამედიცინო რეგულირების სააგენტოში განუცხადეს, სააგენტო საქმის მოკვლევას იმ შემთხვევაში დაიწყებს, თუ ბავშვის მშობლები ან უფლებამოსილი პირი სააგენტოს განცხადებით მიმართავენ.
„თუკი უფლებამოსილი პირისგან მომართვა შემოვა, რეგულირების სააგენტო ბავშვის ექიმის საქმესაც შეისწავლის“ - აცხადებენ სააგენტოში.
5 წლის მია მაღრაძეს ყელ-ყურის ეროვნულ კლინიკაში 17 მაისს, გლანდების ოპერაცია გაუკეთდა. 18 მაისს პაციენტი მკურნალმა ექიმმა დავით ვაჭარაძემ იგი საავადმყოფოდან გაწერა.
სამედიცინო რეგულირების სააგენტოს ინფორმაციით, გოგონა 23 მაისის ღამეს, ძლიერი სისხლდენით ბინაზე გარდაიცვალა.
