საქართველოს დამსახურებული არტისტის, გივი ბერიკაშვილის განცხადებით, ის არც ამჟამინდელ ხელისუფლებას იწუნებს, თუმცა, ახალს ყოველთვის მიესალმება.
ეს განცხადება გივი ბერიკაშვილმა დღეს თავისუფლების მოედანზე, კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებული აქციის შემდეგ გააკეთა.
„ჩვენ ყოველთვის უკეთესისკენ უნდა ვისწრაფოთ. ამასთან, ბიძინა ივანიშვილი ჩემი ოჯახის მეგობარია. თუ ვარსებობთ ეს მისი დამსახურებაა, ამიტომ რა გასაკვირია, რომ მას მხარს დავუჭერ“ - აღნიშნა ბერიკაშვილმა „ნიუსპრესთან“ საუბრისას.
მან ყურადღება დღეს რაიონებში არსებულ მდგომარეობაზეც გაამახვილა და განაცხადა, რომ სოფლებში, რომელიც ქვეყნის სიმდიდრის წყარო უნდა იყოს, ხალხი სიღატაკეში ცხოვრობს.
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ფართომასშტაბიანი აქცია დღეს თავისუფლების მოედანზე საათნახევარი გაგრძელდა.
