უახლოესი ორი დღის განმავლობაში იწვიმებს
უახლოესი ორი დღის განმავლობაში იწვიმებს
11:12 22.02.2012
უახლოესი ორი დღის განმავლობაში საქართველოს უმეტეს რაიონებში წვიმებია მოსალოდნელი.
როგორც "ნიუსპრესს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრიდან აცნობეს, დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 25-26 თებერვლიდან დაიკლებს და ცალკეულ დღეებში უმეტეს რაიონებში იწვიმებს.
გასული დღე-ღამის განმავლობაში მაქსიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში - ქუთაისში +10 გრადუსი, აღმოსავლეთ საქართველოში კი - გორში +5 გრადუსი დაფიქსირდა.
ყველაზე დაბალი ტემპერატურა ღამით ქობულეთში და ზესტაფონში -2 გრადუსი, ხულოში -10 და მესტიაში -12 დაფიქსირდა. აღმოსავლეთში - ახალქალაქში -22 გრადუსი, ბაკურიანში და წალკაში -18. რაც შეეხება თოვლის საფარს, დასავლეთ საქართველოს დაბლობში თოვლი არ არის. ბაკურიანში 96 სმ, გუდაურში 125 სმ, ჯვრის უღელტეხილზე კი 2 მეტრი სიმაღლის თოვლია.
სინოპტიკოსების ცნობით, არამდგრადი ამინდები თებერვლის ბოლომდე შენარჩუნდება. ყინვები კი უმეტესად აღმოსავლეთ საქართველოში დაფიქსირდება.



ბეჭდვა